ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს – როთი

ჩვენ ვართ საქართველოს, ქართველი ხალხის მეგობრები, საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში და ეს ნიშნავს, რომ ვმუშაობთ ბევრს ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე, – ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა განაცხადა.

მისივე თქმით, თხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. მიხაელ როთი ამბობს, რომ ვერ ხედავს საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ევროპული დელეგაციის ნაწილი ევროპარლამენტიდან ჩემი კოლეგების შემადგენლობით, რათა გავაგზავნოთ მკაფიო გზავნილი. ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მეგობრები. უკიდურესად მოწოდებული ვართ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ბევრს ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე. თუმცა, გთხოვთ, ძვირფასო მთავრობავ და ძვირფასო მმართველო პარტიავ, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი. მე ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის რამე შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს. ჩემი მადლიერება მიმართულია იმ ხალხისადმი, რომელიც ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრაციას მართავს. თბილისი არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქი ამ გამოწვევებით სავსე პერიდოში. მაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენ გვექნება მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრის შანსი“, – განაცხადა მიხაელ როთმა.

რაც შეეხება კითხვას, „ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, გაიხსნება თუ არა წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები?“, – მიხაელ როთმა აღნიშნა: „არა, ნამდვილად არა. ამ კანონით მე ვერ ვხედავ წევრობის შესახებ მოლაპარაკებების თავების გახსნის ვერანაირ შანსს. ევროკავშირის გზავნილი ძალიან მკაფიოა“.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდების გაფიცვას სდასუ-ს სტუდენტებიც უერთდებიან
შემდეგი სტატიათქვან დაგვირეკეს მოსკოვიდან, გვემუქრებიან, რომ თუ კანონს მივიღებთ, შემოვალთ ჯარებით – ლუკა ნაჭყებია