ვერ ვხედავ ერთიანობას იარაღით მხარდაჭერის საკითხში – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთს იარაღის უზრუნველყოფისა და უკრაინისთვის სხვა სახის მხარდაჭერის საკითხების მიმართ ერთიანობა აკლია.

“ერთიანობა იარაღს ეხება. მე მაინტერესებს არის თუ არა ეს ერთიანობა პრაქტიკაში, მე ამას ვერ ვხედავ”,-თქვა მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ონლაინ გამოსვლისას.

სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში ერთიანობის ნაკლებობაზე მეტყველებს ისიც, რომ ის ვერ თანხმდება სანქციების მეექვსე პაკეტზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხელაშვილი: დღეს არის დრო, როდესაც მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს და ერთი ხმით მიმართოს დასავლეთს – ჩვენ მზად ვართ და ვიმსახურებთ, ვიყოთ ევროპული ქვეყანა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად გავაგრძელებთ სულიერ და კულტურულ განვითარებას