“ვერ ვხედავ ამაში პრობლემას” – ნანუაშვილი მერაბიშვილის მოწმედ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი სახალხო დამცველის მიერ, ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ სტრასბურგში მოწმედ გამოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანამდებობის პირს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, რომელიც, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში არ ემთხვეოდეს იმ უწყების პოზიციას, სადაც ის მუშაობს – „მე არ მინდა ამაში აღვიქვა თანამდებობის პირის მოქმედება​“ აცხადებს ქუცნაშვილი.

„მე, როგორც იურისტი, ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, თუ ესა თუ ის თანამდებობის პირი ცდილობს, თავისი ყველანაირი კონსტიტუციური უფლების გამოყენებას“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუაკიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს ე.წ. საკნიდან გაყვანის საქმეზე მოწმედ უჩა ნანუაშვილი დაუდგა. განცხადება თეა წულუკიანმა თამარ ჩიქოვანის გადაცემაში საუბრისას გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატები მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას უჭერენ მხარს
შემდეგი სტატია2018 წელს პრეზიდენტს სავარაუდოდ ისევ მოსახლეობა აირჩევს