ვერ ვხედავ ამ რისკს, რომ მტკიცებულებები განადგურდეს – პრემიერი 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე

ვერ ვხედავ ამ რისკს, რომ მტკიცებულებები განადგურდეს – ეს განცხადება, პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების ობიექტურად გამოძიების მიზნით თანამდებობა უნდა დატოვონ თუ არა პასუხისმგებელმა პირებმა, აღნიშნა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

პრემიერის თქმით, შესაბამისმა ორგანოებმა პარლამენტის დაცვის მიზნით სათანადო ღონისძიებები გაატარეს.

„ადამიანებმა, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეცვათ საქართველოს პარლამენტი შტურმისგან, მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და მათ ჰქონდათ ამის ვალდებულება,“ – ამბობს პრემიერი.

მისივე თქმით, საზოგადოებაში აღნიშნულ დღეს განვითარებული მოვლენების გამჭვირვალედ გამოძიების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატიც არის პროცესში ჩართული.

„ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საგამოძიებო პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, ობიექტურად და მივიღებთ რეალურ სურათს და მე გეუბნებით, რომ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, ამიტომ არის ის, რომ გამოცხადდა ოფიციალურად, სახალხო დამცველის აპარატი იქნება ჩართული და ამავე დროს ჩვენ განვაცხადეთ, რომ პროცესი იქნება ისეთი სტანდარტის, ისეთი ტრანსფარენტულობის, რომ მცირე კითხვის ნიშანიც კი არ გაჩნდება, არათუ ის კითხვის ნიშანი, რაც თქვენ განაცხადეთ,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეების სამართლიანი პროტესტი ენმ-ს ლიდერების მიერ პროვოკაციული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული – პრემიერი
შემდეგი სტატიაგუნდში ვერ ნახავთ ადამიანს ვინც სკამს გამოეკიდება, მით უმეტეს გიორგი – პრემიერი შს მინისტრზე