ვერ ვიტყვი იყო თუ არა შეცდომა დაშვებული, მე იქ არ ვყოფილვარ – ვახტანგ გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე

სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ არ იცის იყო თუ არა დაშვებული შეცდომა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„მე ვერ ვიტყვი იყო თუ არა შეცდომა დაშვებული. მე როგორ გითხრათ, არ ვიცი, იქ არ ვყოფილვარ და ვერ ვიტყვი. გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა. უნდა დაველოდოთ მის დასრულებას და შედეგს გამოძიება დადებს“,- აცხადებს სუს-ის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება პარლამენტში მაჩალიკაშვილის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას, გომელაური აღნიშნავს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არა მისი, არამედ დეპუტატების პრეროგატივაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დღეს დეპუტატების კითხვებს პარლამენტში დახურულ სხდომაზე უპასუხა. მანამდე ის მოკლე მოხსენებით პარლამენტის ტრიბუნასთან საჯაროდ წარსდგა. მოხსენების ერთ-ერთი ნაწილი ტერორიზმის საფრთხეებს ეხებოდა. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ 2018 წელი პრევენციის თვალსაზრისით წარმატებული იყო.

banner
წინა სტატიაშიპირველ და მეორე დაკავებას შორის შვიდ თვეში მტკიცებულება, რაც მოიპოვეს, ეს იყო ჩადებული მოწმე
შემდეგი სტატიაამსტერდამში ბენზინისა და დიზელის მანქანებს აკრძალავენ