“ვერ ვიქნებით ვერანაირ სტრატეგიულ პარტნიორობაში ვერც “პატრიოტთა ალიანსთან” და ვერც ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალასთან”

kvirika2ერც ახლა და ვერც მომავალ პარლამენტში, ჩვენ ვერ ვიქნებით ვერანაირ სტრატეგიულ პარტნიორობაში ვერც “პატრიოტთა ალიანსთან” და ვერც ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალასთან, -ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

ამასთან, კითხვა შეეხებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პრორუსულ ძალებთან დამოკიდებულებასაც.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას ქვეყნის დასავლურ ორიენტაციასთან მიმართებაში, ის კიდევ უფრო რადიკალურად მხარდამჭერია დასავლური ორიენტაციის, ვიდრე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამის დეკლარირებას აკეთებს. რაც შეეხება დამოკიდებულებას სხვადასხვა პარტიების მიმართ, მისთვის ნებისმიერ პოლიტიკურ სივრცეში, ნებისმიერ მოთამაშესთან კომუნიკაცია უცხო არ არის. რაც შეეხება რამე ტიპის კოალიციას ან სტრატეგიულ თანამშრომლობას, მე ვამბობ ჩემს აზრს და დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილიც ასე ფიქრობს, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ვერანაირ სტრატეგიულ პარტნიორობაში, ვერც ახლა და ვერც მომავალ პარლამენტში, ვერც “პატრიოტთა ალიანსთან” და ვერც ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალასთან. ეს შემიძლია ახლავე დადასტურებით გითხრათ, რომ სხვადასხვა მოლოდინები გავაქარწყლო“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: არანაირი სურვილი არ მაქვს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: აქ ჩემი პირადი დაცვა დგას და ამან რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება