“ვერ ვიხსენებ პატიმარს, რომელსაც უფრო მეტი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს”

ვერ ვიხსენებ პატიმარს, რომელსაც უფრო მეტი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს ან სხვა პიროვნებებს, რომლებიც დღეს ისევ აგრძელებენ თავის დანაშაულებრივ საქმიანობას ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მთავრობამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას და ყველა ქმედითი ღონისძიება უნდა გამოიყენოს შედეგის მისაღწევად.

„მივესალმები მთავრობის პოზიციას დიალოგისა და პოზიტიურ რეჟიმში მუშაობის კუთხით, თუმცა არის ერთი საკითხი, რომელიც მე მინდა დავსვა კითხვის სახით, თუმცა არა ნიშნის მოგებით მაგრამ მგონია, რომ ეს პრინციპული საკითხია, რაზეც მთავრობამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას და ყველა ქმედითი ღონისძიება უნდა გამოიყენოს შედეგის მისაღწევად. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, მაგრამ სახელმწიფომ დღემდე ვერ მოახერხა ამ ადამიანების მიმართ იმ სათანადო ღონისძიებების რეალიზაცია, რაც უნდა გაკეთებულიყო, მე ოთხი წლის მანძილზე ხშირად დავდიოდი საპატიმრო დაწესებულებებში ბევრ პატიმართან მქონია შეხვედრა, მაგრამ ვერ ვიხსენებ პატიმარს, რომელსაც უფრო მეტი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს ან სხვა პიროვნებებს, რომლებიც დღეს ისევ აგრძელებენ თავის დანაშაულებრივ საქმიანობას თავის ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე. მე გთხოვთ, რომ ამ საკითხის წამოჭრა კიდევ მოხდეს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, დაუსჯელობის განცდა საზოგადოებაში არის ყველაზე უფრო ცუდი მოკავშირე ქვეყნის განვითარებაში და ეს დაუსჯელობის გაცდა ერთადამიანს უჩენს სურვილს, კიდევ ჩაიდინოს დანაშაული, ხოლო საზოგადოებას უჩენს სამართლებრივ ნიჰილიზმს.

„ვფიქრობ, რომ მთავრობამ უნდა გვითხრას, რა კეთდება, რა შეიძლება გაკეთდეს და რა ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და ჩვენი ქვეყნის წინაშე ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, ყველა წარდგეს სათანადო მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრობის კანდიდატს პარლამენტთან იპოთეკით დაზარალებულები კომბლით დახვდნენ
შემდეგი სტატია„არ ვაპირებთ, კითხვები-კითხვებისთვის დავსვათ“ – უმცირესობა მთავრობის წევრების მიმართ კითხვების დასმას არ აპირებს