“ვერ წარმომიდგენია ამერიკელი პოლიციელი, რომელსაც ფარსა და თავში ურტყამენ, რაც ულვაშებიანმა ვაშაძემ გააკეთა”

ამერიკელი პოლიციელი ვერ წარმომიდგენია, რომელსაც ფარსა და თავში ურტყამენ, რაც ულვაშებიანმა ვაშაძემ გააკეთა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკი ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძემ წარმოუდგენელი რამ გააკეთა.

„საქართველო, საქართველოს“ სკანდირება, ლაღად თუ ვინმეს შეუძლია, ეს არის ქართული პოლიცია თავისი დამოკიდებულებით.

ოპოზიციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ გადაკეტილია სახელმწიფო უწყება. კაცმა თქვა, შევიჭერი, გადავკეტე, არ მოგეწონათ და მაშ, რა მოგწონთო. ახლა, ეს კაცი პოლიტიკურ ოპონენტსა და პოლიციას ამუნათებს, რაც არასწორია, უზნეობაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გუშინ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კონსულტაციები გრძელდება
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა