ვერ მოვუწოდებ, იმიტომ, რომ არ ვიცი რა წამლებზეა ლაპარაკი და როგორ უნდა მოვუწოდო? არ ვიცი მე რამდენად სამკურნალოა ეს წამლები – ალასანია

„ვერ მოვუწოდებ, იმიტომ, რომ არ ვიცი რა წამლებზეა ლაპარაკი და როგორ უნდა მოვუწოდო? არ ვიცი მე რამდენად სამკურნალოა ეს წამლები“, – ასე უპასუხა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტის შეკითხვას, როგორც მშობელი, თუ მოუწოდებდა სააკაშვილს, მიეღო წამლები.

რაც შეეხება გასეირნებას ციხის ტერიტორიაზე, გიული ალასანიას თქმით, ეს მძიმე პროცედურაა, რაც სააკაშვილის ნერვულ სისტემას აზიანებს.

„გასეირნებაზე უარს ამბობს ზუსტად ვიცი, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მძიმე პროცედურა, წარმოიდგინეთ ბორკილებს ადებენ ხელზე, მერე კიდე გზაში რა მოხდება არავინ იცის, მავთულხლართები და ეს ყველაფერი ის არის, რაც მის ნერვულ სისტემას ძალიან აზიანებს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით, რომ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობა გაეწიათ – მოვუწოდებთ, რომ ყურადღებით და სერიოზულობით მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს – დეგნანი
შემდეგი სტატიააშშ-ს ელჩის განცხადებით – ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარი საზოგადოების ჩართულობას მოითხოვს და ყველა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს აღნიშნული პროცესის მნიშვნელობა