ვერ მომიყვანთ მაგალითს, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს ეთქვათ, რომ ომი ზელენსკიმ დაიწყო – უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და ომის წარმოება, ძალიან დიდი დანაშაულია – კალაძე

ვერ მომიყვანთ ერთ მაგალითს, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს ეთქვათ, რომ ომი ზელენსკიმ დაიწყო ,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც უპასუხა პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და ომის წარმოება, ძალიან დიდი დანაშაულია.

„ვერ მომიყვანთ ერთ მაგალითს, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს ეთქვათ, რომ ომი ზელენსკიმ დაიწყო. ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა, დაგმეს რუსეთის ქმედებები, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და ომის წარმოება, ძალიან დიდი დანაშაულია. პრემიერის მხრიდან ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა, არაერთი განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარემაც, ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დაამახინჯებთ ინფორმაციას“, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, კახა კალაძემ კითხვითვე უპასუხა: თქვენ არ იცით, ვინ დაიწყო?! ჩემი მოსაზრებები ძალიან კარგად იცით, შეგიძლიათ ამოიღოთ ჩემი განცხადებები, ძალიან ბევრჯერ მაქვს ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთებული“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშივერასდროს მიაღწევ წარმატებას უკრაინის დამორჩილებაში – ბაიდენი
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე საერთაშორისო განვითარების კომპანია DAI-ის ექსპერტებს შეხვდა