“ვერ მივიღეთ პასუხი, რჩება თუ არა პატარა გავრილოვი საკრებულოში”

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და ელენე ხოშტარიამ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან და „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთეს.

დეკანოიძის თქმით, მათი მოთხოვნა იყო, გაერიცხათ ერეკლე კუხიანიძე პარტიიდან და საერთოდ გაეშვათ საკრებულოდან, თუ მართლაც ემიჯნება „ქართული ოცნება“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით მის განცხადებას.

„ჩვენ ერთადერთი მოთხოვნით შევედით საკრებულოს თავმჯდომარესთან, რომ როცა ამბობენ, ემიჯნებიან კუხიანიძის განცხადებას, გარიცხონ პარტიიდან, დაატოვებინონ მანდატი, საერთოდ გააგდონ საკრებულოდან ერეკლე კუხიანიძე. ადამიანი, რომელმაც შეურაცხყო ვაჟა გაფრინდაშვილი, ის ადამიანი, რომელიც არის ახლა ოკუპანტების ტყვეობაში. თუ ამას არ იზამენ, მაშინ ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ლეგიტიმაცია იმის, რომ ოკუპანტებმა აიყვანეს ტყვედ ვაჟა გაფრინდაშვილი. სიმართლე გითხრათ, მე ვერ გავიგე, რა პასუხი ჰქონდათ. ამბობენ, რომ უმრავლესობის სხდომა უდნა ჩატარდეს, შევთავაზეთ, აქ ვართ, ჩაატარეთ სხდომა. პასუხი ვერ მივიღეთ, რჩება თუ არა პატარა გავრილოვი საკრებულოში“ ,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიბექა დავითულიანი – ერეკლე კუხიანიძემ ჩვენთან შეხვედრაზე მოიხადა ბოდიში
შემდეგი სტატიაუგულავა კონგრესმენებზე-გაააცნობიერეს, რომ ივანიშვილი დიპლომატიურ კრიტიკას სათავისოდ იღებს