ვერ გეტყვით, რამდენ ხანს გავძლებთ… ეს ყველაფერი მტრის მოძრაობასა და იღბალზეა დამოკიდებული – ვოლინა

ყველაფერი განადგურებულია, დაჭრილებს ვერ ვუმკურნალებთ, – ამის შესახებ აზოვის ბატალიონის მეთაური სერგეი ვოლინა CNN-თან ინტერვიუში საუბრობს. ამით ის აზოვსტალის ტერიტორიაზე მოწყობილი დროებითი საავადმყოფოს დაბომბვას ეხმაურება.

“საოპერაციო დარბაზს პირდაპირ დაარტყეს და მთელი საოპერაციო ტექნიკა, ყველაფერი რაც საჭიროა ოპერაციის ჩატარებისთვის, განადგურებულია. ასე რომ, ჩვენ ვერ ვუმკურნალებთ ჩვენს დაჭრილებს. ჩვენ გვყავს სამედიცინო ექიმები, ისინი ყველაფერს აკეთებენ დაჭრილების მოსავლელად. არ გვაქვს ქირურგიული ხელსაწყოები.

ასევე ჩვენ ძალიან გვჭირდება მედიკამენტები, რომელიც თითქმის აღარ დაგვრჩა. დანამდვილებით ვერ გეტყვით რამდენ ხანს შეიძლება გავძლოთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მტრის მოძრაობასა და იღბალზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევაკუაციას განახორციელებენ,” – ამბობს აზოვის მეთაური, სერგეი ვოლინა.

banner
წინა სტატიაშიჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს აშშ-დან Standish foundation for Children-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ
შემდეგი სტატიაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმაზე, რომ მისი შეუზღუდავი ძალაუფლების პერიოდში საქართველოში სისტემატურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები – კაკაბაძე