ვერ განხორციელდა გვამების პოვნა, თუმცა ეს მკვლელობა უნდა დაკვალიფიცირდეს დასრულებული მკვლელობით- შოთაძე

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე რომან შამათავას განაჩენს ეხმაურება, შოტაძის თქმით ეს საქმე დასრულებული მკვლელობით უნდა დაკვალიფიცირდეს მიუხედავად იმისა, რომ გვამების პოვნა ვერ მოხერხდა:

“მიუხედავად გატარებული შესაბამისი ღონისძიებებისა, ვერ განხორციელდა გვამების პოვნა. შესაბამისად, ჩვენთვის გასაგებია სასამართლოს დასაბუთება, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მკვლელობა უნდა დაკვალიფიცირდეს დასრულებული მკვლელობით და ვაპირებთ აღნიშნული განაჩენი გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში. თუმცა სასამართლომ დაადგინა ის ფაქტი, რომ ამ ადამიანების მიმართ განხორციელდა მკვლელობის მცდელობა და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ამ ეტაპზე ვთქვათ, რომ საკმარისზე მეტი მტკიცებულებები წარვადგინეთ ამ მიმართულებით და ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენი პიროვნებამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე” – აცხადებს მთავარი პროკურორი.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის მრჩეველი მოხის საჯარო სკოლაში საპროტესტო აქციის მონაწილე მოსწავლეებს შეხვდა
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს ამოწმებს