ვერ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი საბოლოოდ გაგიჟდა და გასაკოჭია – ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა “დღის ამბებში” “ოცნების” საპატიო თავმჯდომარის შესაძლო პრეზიდენტობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს სტატუსი ივანიშვილისთვის კომფორტული იქნება.
მისი თქმით, სწორედ ეს სცენარი დაინახა მან “ოცნების” ბოლო ქმედებებში, თუმცა ხუხაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის ქმედებებში ლოგიკის დანახვა მხოლოდ ფსიქიატრებს შეუძლიათ.
იმ შემთხვევაშიც თუ არჩევნები მოიგო, მისთვის უფრო კომფორტულია პრეზიდენტის პოსტიდან ქვეყნის მართვა. ანუ ფორმალიზებული იქნება მისი სტატუსი. სახელმწიფო მეთაური ერქმევა. თუ კონსტიტუციიის ჭრა და კერვა დასჭირდება ამასაც მოირგებს როგროც უნდა. ყოველდღიური სამუშაო არ ექნება, ანუ რაც მას არ უყვარს, 24 საათიან რეჟიმში მუშაობა. ანუ სრული კომფორტია მისთვის პრეზიდენტის სტატუსი. ანუ ახლა მე რასაც ვამბობ, ეს ლოგიკურია. ანუ მე იმასაც ვერ გამოვრიცხავ, რომ საბოლოოდ გაგიჟდა და გასაკოჭია. ანუ, მე ვამბობ, რომ თუ რაიმე ლოგიკა არის ამ პოლიტიკურ მოქმედებებში, აი ამ ისტერიკაში შეგვიძლია დავინახოთ, მე ეს დავინახე. თუმცა “ქართული ოცნების” ქმედებებში ლოგიკის პოვნა ხშირად ემსგავსება ფსიქიატრიულში ვიღაცა რომ იძახის “ნაპოლეონი ვარო” და ჩვენ რომ ვცდილობთ ავხსნათ, თუ რატომ შეიძლება უნდოდეს მას ნაპოლეონობა. ამ პროფესიის განსახილველი არის უფრო ხშირად მათი ქმედებები”, – ამბობს ხუხაშვილი.
















