“ვერ გაავრცელებენ ვერაფერს, რაც ოდნავ მაინც გამინელებს ბიძინას და რუსების ატირების ჟინს, დამირღვევს ოჯახურ იდილიას”

“ტაბულას” ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ჩემს გამო ნუ ღელავთ ხალხო. რაც გაახარებთ ის გაავრცელონ და დააწერონ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერ გაავრცელებენ ვერაფერს, რაც ოდნავ მაინც გამინელებს ბიძინას და რუსების ატირების ჟინს, დამირღვევს ოჯახურ იდილიას, ან გამიფუჭებს ხასიათს.

იმაზე იზრუნეთ, რომ ეს ავადმყოფი ამოვძირკვოთ – ამოძირკვაა ამ ვირუსის წამალი”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

banner
წინა სტატიაში“საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იქნება”
შემდეგი სტატიააქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან – ლექტორების ნაწილი რექტორის გადადგომას ითხოვს