სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას ნაცნობი ალიონა ზაიცევა ჰყვება, ზინოვკინას სატელეფონო საუბარზე.
ზაიცევას მიერ გავრცელებულ ცნობას “პუბლიკა” აქვეყნებს:
📞 „დარეკა პოლიტპატიმარმა, რუსეთის მოქალაქე ანასტასია ზინოვკინამ, რომელიც რუსთავის №5 საპატიმროში იმყოფება.
მან აღწერა, როგორ დაამცირეს გუშინ ციხეში. სუსტი ნერვების მქონე ადამიანებს არ ვურჩევ ამ ტექსტის წაკითხვას.
ნასტიას ზურგის სერიოზული პრობლემები აქვს. მას რეგულარულად აძლევენ გამაყუჩებლებს, მაგრამ არ მკურნალობენ. არ აძლევენ ორთოპედიულ მატრასს და ბალიშს. მან სცადა შეძენა ციხეში: თავიდან დაჰპირდნენ, შემდეგ უთხრეს, რომ ეს აღარ მოხდებოდა.
გუშინ ზურგის მდგომარეობა გაუარესდა.
დილით ექიმი შევიდა და გაუკეთა ნემსი. 12:30-ზე ზურგი ისე ატკივდა, რომ ადგომა ვეღარ შეძლო. ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა რვა საათის განმავლობაში.
ნასტია ერთადგილიან საკანშია, ანუ ვერავინ დაეხმარება ადგომაში.
დარაჯები ხსნიდნენ სარკმელს და ეუბნებოდნენ, რომ ვერაფრით ვერ დაეხმარებოდნენ.
გუშინ შხაპის დღე იყო და ვერ შეძლო გასვლა. დარაჯებმა დაწერეს, რომ თითქოს მან უარი თქვა შხაპზე.
ნასტია რვა საათის განმავლობაში იწვა, ვერ დგებოდა და ტუალეტამდე მისვლასაც ვერ ახერხებდა.
21:00-ზე შევიდა მედდა, არ დაეხმარა ადგომაში — პამპერსი ესროლა და გავიდა.
ნასტიამ სცადა ადგომა, რომ პამპერსი ჩაეცვა, დაეცა იატაკზე და იქვე იწვა ღამის 12 საათამდე.
შუაღამეს კამერაში შევიდნენ და იატაკიდან გადაიყვანეს საწოლზე. დარაჯებმა დაწერეს, თითქოს გაურკვეველი მიზეზით არ გამოცხადდა საღამოს შემოწმებაზე.
დილით 6 საათზე შეძლო ტუალეტამდე მიძრომა და გამოყენებული პამპერსის გადაგდება. ხელთ არსებული ქსოვილებისგან შეძლო თავისთვის კორსეტის გაკეთება. და შეძლო დარეკვა, რომ ეს მოეყოლა.
დღეს დილით, 10 საათზე, ისევ იგივე ექიმი შევიდა და უთხრა, რომ საჭიროა ნევროლოგი. ერთადერთი, რაც შეუძლია შესთავაზოს, არის უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც ფსიქიატრთან უნდა შეთანხმდეს.
ამის შემდეგ ზარი შეწყდა“.
















