ვერ დავუშვებთ ვერანაირ ხარვეზს და ვერც ამ თემით სპეკულაციას – კახა კალაძე კომპანია “ელფის” ბრალდებებს პასუხობს

დედაქალაქის მერი, შპს ”ელფთან” დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ამ საქმეზე არასწორი ინტერპრეტაციები ვრცელდება. მისივე თქმით, ”ელფთან” დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა, რომ კომპანიას ტენდერში მონაწილეობა მიეღო.

„ამ კომპანიასთან დაკავშირებით საქმის გამოძიება არანაირად არ ყოფილა ხელის შემშლელი ფაქტორი, რომ მათ ტენდერში მიეღოთ მონაწილეობა. მეტიც, აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, მისი წარმოდგენილი ფასი იყო მაღალი. ვერ დავუშვებთ ვერანაირ ხარვეზს და ვერც ამ თემით სპეკულაციას, როდესაც საქმე ეხება ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს, ბავშვებს. ჩვენ ვიქნებით სამართლიანები,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის თქმით, კომპანია „ელფმა“ სატენდერო პირობებში მონაწილეობა უპრობლემოდ შეძლო.

banner
წინა სტატიაშიზაზა ხატიაშვილმა „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის უფლებამოსილება დავით ასათიანს გადასცა
შემდეგი სტატიარატიანის საქმის მოწმე – დავინახე, რომ რატიანი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს