ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე – ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამას ეთიკისა და კანონის დონზე გაეცა შესაბამისი პასუხი – კობახიძე

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა „ბინძურ პროვოკაციაზე პასუხი კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო”.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მსგავს პროვოკაციაზე მასაც ანალოგიური პასუხი ექნებოდა.

„რაც შეეხება გუშინდელ სამწუხარო ინციდენტს, ყველამ იცის ამ ინციდენტის დეტალები რა როგორ მოხდა. ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. ეს არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია არ დარჩა პასუხგაუცემელი. რაც შეეხება მანდატების დატოვებას, აბსურდია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამაზე კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პროვოკატორმა პასუხი; ამას სჭირდება სათანადო რეაგირება“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განმარტებით, მისთვის ცნობილია ის ფრაზა, რომელიც ვატო წერეთელმა ანრი ოხანაშვილს უთხრა, თუმცა, კობახიძე ამბობს, რომ მას „ეთიკურობიდან გამომდინარე ვერ გაიმეორებს“.

„ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე. ეს არის ძალიან მარტივი რამ. ჭუტას დონზე არ დავეშვები არასდროს. ანრის დონეზე ვარ ახლაც. ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის დონზე გაეცა შესაბამისი პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია, მეც იგივეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობა ოპოზიციას შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურას, რომელიც იქნება მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის, კენჭისყრა შედგება არაუგვიანეს პირველი დეკემბრისა – კობახიძე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას სთავაზობს, გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე