ვერ დავადასტურებ, რომ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არის შეთავაზებული

ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არის შეთავაზებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ლაშა ჟვანიამ განუცხადა, რომელიც სავარაუდოდ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს.

ამასთან, ჟვანია გაბუნიას კანდიდატურასთან დაკავშირებით ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების კრიტიკულ პოზიციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ არის პროტესტი, ნებისმიერი პროტესტი და პოზიცია ლეგიტიმურია“.

“არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა განიხილება. პრეზიდენტი მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტს, მე არ მსმენია. თუ არის პროტესტი, ნებისმიერი პროტესტი და პოზიცია ლეგიტიმურია, თუმცა მოიაზრება არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ძნელაძე – სესხების განულების ინიციატივას ბანკების ასოციაციის წევრი ყველა ბანკი შეუერთდა
შემდეგი სტატიამმართველმა გუნდმა შესთავაზა თუ არა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილს?!