(video) “ვერ დამაკავებენ, არც ველოდები და არც აქვთ საფუძველი, რომ დამაკავონ”

farcxaladze_4ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ამტკიცებს, რომ ვანო მერაბიშვილს ციხიდან გაყვანის, პროკურატურაში მიყვანის და შემდეგ მასზე ზეწოლის ფაქტები მოელანდა.

მისივე თქმით, ევროსასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევაც ყოფილი პრემიერის არარეალური წარმოდგენების საფუძველზე დაადგინა.

ევროსასამართლოს დადგენილების საფუძველზე საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, თავიდან დაიწყოს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე ძიება, შესაბამისად ფარცხალაძეს მთავარ პროკურატურაში გამოცხადება მოუწევს. ფარცხალაძე კი წინასწარ აცხადებს, რომ განახლებული ძიება შეწყდება და ვერც მას დააკავებენ.

„ვერ დამაკავებენ, არც ველოდები და არც აქვთ საფუძველი, რომ დამაკავონ. ერთადერთი თუ დაიწყო გამოძიება ეგეც ტელევიზიით გავიგე ვითანამშრომლებ. გამოძიება მივა იმედია, აუცილებლად ბოლომდე, შესაბამისად, როგორც დაიწყება შეწყდება ისე“, – აცხადებს ოთარ ფარცხალაძე “პოსტსკრიპტუმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე – აქვს თუ არა მას ხელშეუხებლობის განცდა ივანიშვილთან ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე ფარცხალაძე პასუხობს, რომ ფაქტი არ მომხდარა, ის მერაბიშვილს არ შეხვედრია, შესაბამისად არანაირი ხელშეუხებლობის განცდა არ აქვს. მიუხედავად ამისა, ყოფილი მთავარი პროკურორი არ უარყოფს, რომ ივანიშვილთან ახლო ურთიერთობა აქვს, თუმცა არ აკონკრეტებს საქმიანი თუ მეგობრული.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის სადგური ორი საეჭვო ჩემოდნის გამო ევაკუირებულია
შემდეგი სტატია(video) საერთაშორისო ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი საიდუმლო კომპანია აღმოაჩინეს