“ვერ და არ ვაპატიებ მათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალიტებს ქვას ესვრის”

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მას ახსოვს თუ როგორ ესროდნენ ქვას და აყენებდნენ შეურაცხყოფას.

კახა კალაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა ყველას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სცენარით, მოვლენების განვითარება არ დაუშვან.

“მახსოვს რაც არის, როცა ქვას გესვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ. მთელს ძალისხმევას მივმართავ პირადად მე, რომ მსგავსი უმსგავსობა და ველურობა ვერაასდროს გაიმეოროს “ნაციონალურმა მოძრაობამ”, მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და მოვუწოდებ ყველას – არ დავუშვათ “ნაციონალური მოძრაობის” სცენარით მოვლენების განვითარება. არ დავუშვათ, რომ ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი – დემოკრატიული და ცივილური არჩევნები ჩვეულებისამებრ ძალადობის და უკანონობის პოლიგონად გადააქციონ.

მე ვაპატიე იმ ადამიანებს, ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა, მაგრავ ვერ და არ ვაპატიებ იმათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალიტებს ესვრის ქვას”,- აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ზუგდიდის რაიონ სოფელ კორცხელში, სადაც შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცოტა მოგვიანებით კი ჟურნალისტებს ქვები და ბოთლები ესროლეს

banner
წინა სტატიაში“ქართული-ოცნება” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის შტაბი “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხობს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე კორცხელში მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის