ვეფხო კუტივაძე: სიმღერა ჩემი იარაღია…

s4,,თაიმერი,, რუსეთში მოღვაწე ქართველ მუსიკოსს, ანსამბლ ,,სულიკოს,, ხელმძღვანელს ვეფხო კუტივაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა მასთან…

-ვეფხო! გვაინტერესრბს შენი ამჟამინდელი შემოქმედებითი მდგომარეობა… სად ხარ ამჟამად? რას მოღვაწეობ და უახლოეს პერიოდში რას გეგმავ?

-როგორც მოგეხსენებათ მე ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წავრსდექი 2008 წელს ხობის საერთაშორისო ფესტივალზე სიმღერით “ჩემი სამეგრელო”, შემდგომში კი დუეტით ოლესია დუბროვასთან ერთად. იმ პერიოდისათვის გადავწყვიტე შემექმნა ქართული მრავალხმიანი კოლექტივი, რადგან ჩვენ მოვღვაწეობთ ქალაქმოსკოვში და აქაურ პუბლიკას ძალიან უყვარს
ქართული მრავალხმიანი სიმღერები ქართული ფოლკლორის ჩათვლით. ანსამბლს სახელად ჰქვია “სულიკო”, ის მოსკოვში ძალიან პოპულიარულია. 2014 წელს გამოიშვა ალბომი სახელწოდებით “песни для друзей” (,,სიმღერები მეგობრებისთვის,, რედ.). თუ რეკლამაში არ ჩამეთვლება, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია გაეცნოს ანსამბლ ,,სულიკოს,, შემოქმედებას საიტზე www.suliko.su
დღეს-დღეობით ძირითადად დაკავებული ვარ ამ ანსამბლით, რადგა ხშირად გვაქვს მიპატიჟებები სხვადასხვა ქალაქებში არა მარტო რუსეთის ფარგლებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

– რას გვეტყვი შენს ოჯახზე? ვისგან შედგება ის და სად მოღვაწეობენ შენი ოჯახის წევრები?

s5– რაც შეეხება ოჯახს: ჩემი მეუღლე ნანული ოდიშარია-კუტივაძე, როგორც მე, წარმოშობით სენაკელია, გვყავს ორი ქალიშვილი, ისინი დაოჯახებულები არიან და
ორივეს ქართული ოჯახი გააჩნია. ერთი აქ მოსკოვში ცხოვრობს მეორე უმცროსი კი თბილისში გათხოვდა.
მყავს სამი შვილიშვილი.

– საქართველოში არსებულ სიტუაციას თვალყურს ადევნებ რა თქმა უნდა… რას ფიქრობ იმაზე, რაც ბოლო დროს საქართველოში ხდება?

– რა თქმა უნდა… მე, როგორც ყველა ქართველი ემიგრანტი დიდი გულშემატკივარი ვარ საქართველოსი და ყველანაირად ვიზიარებ მის გულისტკივილს და წარმატებებსაც. ვამაყობ იმით, რომ ბოლო ათწლეულში ძალიან დიდი გარდატეხა მოხდა ქართულ პოლიტიკაში და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში… რა თქმა უნდა იყო უარყოფითი ელემენტებიც ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ვთვლი, რომ იდეალური მხოლოდ უფალია. იმედი მაქვს მომავალში უფრო წარმატებული საქართველო გვექნება.
ვსარგებლო შემთხვევით და მინდა ,,თაიმერის,, საშუალებით სამძიმარი ვუთხრა ყველა ტრაგიკულად დაღუპული ადამინის ჭირისუფალს და მთელ საქართველოს, თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით.

– ვიცი, რომ შენს მშობლიურ სენაკში ხშირად ჩამოდიხარ… რას ნიშნავს სენაკი შენთვის და რამდენად მოგწონს ამ ქალაქის განვითარება?

ჩემი მშობლიური ქალაქი სენაკი ძალიან მიყვარს და მინდა, რომ უფრო აქტიური იყოს ერთიანი საქართველოს მშენებლობაში.
მე, როგორც საბჭოთა დროინდელ ახალგაზრდას, მახსოვს თუ რა ადგილი ეკავა მას, როგორც რაიონულ ცენტრს საქართველოს ყოველდრიურ ცხოვრებაში… თუმცა ამ ბოლო დროსაც არის გარკვეული ძვრები ძველი კულტურული ტრადიციების აღდგენაში… სენაკში გაიმართა რამდენიმე დღიანი ფესტივალი და სრული დატვირთვა მიეცა ქალაქის თეატრს, სადაც დიდი ხანია არანაირი ღონისძიება არ ტარდებოდა… ამისთვის მინდა თქვენი მედიის საშუალებით მადლობა გადავუხადო რაიონის ხელმძღვანელობას. საერთოდ კი, ყველა რაიონის წარმატებები პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობაზე. იმედია ყველაფერი საუკეთესო წინ გველის და ვუსურვებ ქართველ ხალხს ბედნიერ მომავალს

s2– რუსეთში ძალიან ბევრი ქართველი მოღვაწეობს… ბევრია მშენებელი, ბიზნესმენი, მხატვარი და ასე შემდეგ… ყველა ამ პროფესიას გარკვეული ძალა და ემოცია ჭირდება, მაგრამ სიმღერა სულ სხვა რამეა… სიმღერა და მომღერლობა ისეთი საქმეა, რომელიც გულიდან მოდის, განწყობასთან ერთად მას დიდი სიყვარული და ემოცია ჭირდება ალბათ… ხომ გაგიგია ,,თუ გვერდში მდგომი არ გიყვარს ვერ იმღერებო,,? მაინტერესებს როგორი შეგრძნებაა, როცა იმ ქვეყანაში მღერიხარ რომელსაც შენი სამშობლოს 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს? დარბაზში სადაც შენ მღერიხარ, ხომ შეიძლება ის რუსის ჯარისკაციც იჯდეს, რომელმაც შენს მშობლიურ სენაკს ბომბები დაუშინა? დავაზუსტებ… მე პოლიტიკაზე არ გეკითხები… შენი, როგორც მომღერლის, ემოცია და განწყობა მაინტერესებს ამ დროს?

– მართალი გითხრა მე რომ ახალი ჩამოსული ვიყო ალბათ როგორც ჩემმა ძმამ მოიმოქმედა ისე ვიზამდი… მან 2006 წელს მიატოვა აქაურობა და საქართველოში დაბრუნდა. მე მოსკოვში 1985-წლიდან ვცხოვრობ. აქ მივიღე უმაღლესი განათლება და შევიძინე უამრავი მეგობარი. ჩემი სიმღერებით პირველ რიგში მე ვღებულობ სიამოვნებას. მე, როცა ვუმღერ ჩემს სამშობლოს, ჩემი მშობლიური მთა ბარი და ქართველი ხალხი მიდგას თვალწინ. მე არ ვმღერივარ იმისთვის, რომ ვინმე ნაძირალამ, ვისაც სისხლში ხელი აქვს გასვრილი, ისიამოვნოს. ჩემი იარაღი დღეს ჩემი სიმღერებია და ამით ვიბრძვი. მართალი გითხრა რუს ხალხშიც ძალინ ბევრია ისეთები, რომლებიც იზიარებენ ჩვენს გულისტკივის და აი სწორედ ასეთი ხალხთან გვსიამოვნებს სიმღერა. ისე, ყოველთვის მახსენდება ის ეპიზოდი კინოფილმიდან “გიორგი სააკაძე”, როცა მისი უმცროსი ვაჟი პაატა, საქართველოს უმღერის შაჰაბასის სამეფოში, ამ დროს კი შაჰის ბრძანებით თავს ესხმიან საქართველოს და ჟლიტავენ ქართველებს… ამ დროს პაატა შაჰაბასის საამებლად კი არ მღერის, თავისი ბედკრული ქვეყნის სიყვარულს უმღერის. თქვენი კითხვის პასუხად სწორედ ასეთი პარალელი მინდა გავავლო.

წარმატებებს გისურვებთ შენ და ,,სულიკოს,, მომავალში!

ესაუბრა კახაბერ ადამია

/ვეფხო კუტივაძე ,,ჩემი სავანე,, – ვიდეო /

banner
წინა სტატიაშიხარჯებს სოფლის მეურნეობის სამინისტროც ამცირებს
შემდეგი სტატიაოთარ დანელია – შარშანდელი წელი საგარეო ვაჭრობის კუთხით რეკორდული იყო და იგივე შედეგები წელს ალბათ ვეღარ იქნება