“ვეფხისტყაოსანი” ბულგარულ ენაზე გამოიცა

news
ავტ.: news იანვარი 22, 2016 20:01

“ვეფხისტყაოსანი” ბულგარულ ენაზე გამოიცა

მნიშვნელოვანი

  • ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ბერიძის ინიციატივითა და ქართული დიასპორის ხელშეწყობით "ვეფხისტყაოსნის" ბულგარული გამოცემა დაიბეჭდა.

სხვა სტატიები

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ბერიძის ინიციატივითა და ქართული დიასპორის ხელშეწყობით “ვეფხისტყაოსნის” ბულგარული გამოცემა დაიბეჭდა.

როგორც “თაიმერს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოცემა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მეთორმეტე საუკუნის ქართული პოემის ბულგარული თარგმანი საჩუქრად გადაეცათ ბულგარეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და ბულგარეთის მთავრობის წევრებს, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტს, სხვა სასწავლო დაწესებულებებსა და ბიბლიოთეკებს.

news
ავტ.: news იანვარი 22, 2016 20:01