„ვეფხი და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზაგამტარის მშენებლობა დროებით შეჩერდება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საბიუჯეტო შემოსავლების კლების გამო ერთი პროექტი, რომელიც შეჩერდება, იქნება გზაგამტარის მშენებლობა „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

„ერთი პროექტი, რაც შეჩერდება, რაზეც უკვე შემიძლია გადაწყვეტით გითხრათ, ეს არის „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი გზაგამტარის მშენებლობა.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროექტი არ განხორციელდება. უბრალოდ, დროში გადაიწევს. სხვა პროექტებთან მიმართებაშიც ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძის ინფორმაციით, პანდემიის დროს დახმარების პროგრამის ფარგლებში პროდუქტები 50 000-მდე ოჯახს დაურიგდა
შემდეგი სტატიადეველოპერული კომპანია „m2“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას დაასრულებს