ვენსი: თუ თქვენ 3 წლის ბავშვს აედევნებით პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში, იცოდეთ, რომ ნაგავი ხართ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ ვენსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, უკრაინის მხარდამჭერები აედევნნენ შეძახილებით.

„დღეს, ჩემი 3 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობისას, „სლავა უკრაინის“ მომიტინგეების ჯგუფი აგვედევნა ყვირილით. ჩემი ქალიშვილი სულ უფრო ღელავდა და ეშინოდა.

მე გადავწყვიტე მომიტინგეებთან დალაპარაკება იმ იმედით, რომ ჩემს პატარა ბავშვს თავს დაანებებდნენ (თითქმის ყველა მათგანი დათანხმდა).

ეს იყო, ძირითადად, თავაზიანი საუბარი, მაგრამ თუ თქვენ 3 წლის ბავშვს აედევნებით პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში, იცოდეთ, რომ ნაგავი ხართ“, – წერს ვენსი.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს
შემდეგი სტატიაუკრაინის ფრონტის ყველა ხაზი ჩამოიშლება, თუკი Starlink-ს გამოვრთავ – ილონ მასკი