23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ვენსი: ირანთან შეთანხმებას ხელი ელექტრონულად უკვე მოეწერა, პირობები ძალაშია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმებას ელექტრონულად ხელი გასულ კვირას მოეწერა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი პირობები ახლა ძალაშია და ირანი ახალ ფინანსურ დახმარებას არ იღებს.

„ჩვენ 14 ივნისს უკვე მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას ელექტრონულად და თანხა ჯერ არ გამოყოფილა, ეს არ შეიცვლება“, – აღნიშნა ვენსმა ABC-ის ეთერში.

როგორც მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების მიღწევამდე გარიგების ელექტრონული ფორმით ხელმოწერის შესაძლებლობა განიხილებოდა, აქამდე არ იყო ნათელი, მოხდა თუ არა ასეთი რამ.

კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერა პარასკევს, შვეიცარიაში გაიმართება. მან ასევე თქვა, რომ სულ მცირე ერთი დებულება – ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა, მანამდე არ ამოქმედდება.

banner
წინა სტატიაში“ასწავლეს ჭკუა”- ნინო წილოსანი მის პოსტზე შეუარცხმყოფელი კომენტარის გამო ადვოკატის დაჯარიმებას ეხმაურება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა