ვენსი ამტკიცებს, რომ აშშ-ს ეკონომიკური ინტერესები უკრაინაში უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსი თვლის, რომ რუსეთის მორიგი შემოჭრის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა  ეკონომიკური სარგებლის მიღება,-ამის შესახებ მან Fox News-ს განუცხადა.

ვენსმა თქვა, რომ უკრაინის მორიგი რუსული შემოჭრისგან დაცვის საუკეთესო გზა არის იმის უზრუნველყოფა, რომ აშშ-ს ფინანსური ინტერესი ჰქონდეს უკრაინისთან.

„თუ გსურთ უსაფრთხოების რეალური გარანტიები, თუ გსურთ რეალური გარანტიები, რომ ვლადიმერ პუტინი აღარ შემოიჭრება უკრაინაში, უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს უკრაინისგან ამერიკელებისთვის ეკონომიკური სარგებლის მიცემა”, – თქვა ვენსმა.
”ეს არის უსაფრთხოების ბევრად უკეთესი გარანტია, ვიდრე 20,000 ჯარისკაცი შემთხვევითი ქვეყნიდან, რომელთაც არ უბრძოლიათ 30 ან 40 წლის განმავლობაში,” – დასძინა მან.

“რა არის რეალური გეგმა? ჩვენ არ შეგიძლია სამუდამოდ დავაფინანსოთ ომი. ამერიკელი ხალხი ამას არ მოითმენს”, – თქვა ვენსმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ტაბლიაშვილი: ჩემივე აზრით, ახლა უკვე მინერალების თაობაზე ხელმოწერაც ვეღარ განმუხტავს ვითარებას!.. ტრამპს სურს “პაკლონი”… უფრო ზუსტად, ბოდიში!
შემდეგი სტატიაჩერგოლეიშვილი: ამერიკის გარეშე რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ინტერესების დაცვა არის შეუძლებელი