ვენესუელის თავდაცვის მინისტრის, ვლადიმირ პადრინოს თქმით, არმია მხარს უჭერს ვიცეპრეზიდენტი დელსი როდრიგესის მიერ პრეზიდენტის მოვალეობების დროებით შესრულებას.
ამასთან, პადრინოს თქმით, ვენესუელის შეიარაღებული ძალები “მტკიცედ გმობენ მადუროს და მისი ცოლის ლაჩრულ გატაცებას” მას შემდეგ, რაც “მისი დაცვის წევრების დიდი ნაწილის, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ცივსისხლიანი მკვლელობა” მოხდა.
“ის რაც დღეს ვენესუელაში ხდება, ნებისმიერ სახელმწიფოს ან მთავრობას შეიძლება დაემართოს”. – თქვა გენერალმა პადრინომ სატელევიზიო მიმართვისას.
ამასთან, თავდაცვის მინისტრმა ვენესუელის მოსახლებას “ყოველდღიური საქმიანობის” განახლებისკენ მოუწოდა.
მანამდე, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ვიცეპრეზიდენტ დელსი როდრიგესს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა.



















