ვენესუელის პარლამენტმა პრეზიდენტ მადუროს იმპიჩმენტი დაიწყო

14825637_663968287096695_952436519_nვენესუელის ნაციონალურმა ასამბლეამ ხმების უმრავლესობით, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ოპოზიციას ეკუთვნის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უყარა კენჭი.
Capitolio TV-ს ცნობით, პარლამენტმა პარალელურად მიიღო რეზოლუცია, სადაც 23 ოქტომბერს მადუროს მომხრეების მიერ პარლამენტში შეჭრა, განიხილა როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და კონსტიტუციური წყობის მიმართ განხორციელებული საფრთხე… ამავე დროს პარლამენტმა 1 ნოემბერს ნიკოლას მადურო სხდომაზე დაიბარა.
მადუროს მოწინააღმდეგეები ცდილობენ დანიშნო რეფერენდუმი მადუროს გადაყენების შესახებ, 2017 წლის 10 იანვრამდე, რამეთუ 10 იანვრის შემდეგ, მადუროს გადაყენების შემთხვევაშიც კი, კონსტიტუციით მის მიერ დანიშნული ვიცეპრეზიდენტი 2 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ქვეყანას.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ქალაქ დიარბაქირის მერი დააპატიმრეს
შემდეგი სტატიარესპუბლიკელი კოლინ პაუელი ხმას დემოკრატ ჰილარი კლინტონს აძლევს