ვენესუელელმა სამხედროებმა ბრაზილიის საზღვართან ოპოზიციას ცეცხლი გაუხსნა

ვენესუელის არმიის სამხედროებმა სამოქალაქო პირების ჯგუფს, რომლებიც ბრაზილიის საზღვრიდან ჰუმანიტარული დახმარების შემოტანას ცდილობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. მინიმუმ ერთი პირი გარდაიცვალა, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაჭრილია – Washington Post-მა გაავრცელა. სროლის შემდეგ დაახლოებით 30 კაციანმა ადგილობრივების ჯგუფმა სამი სამხედრო პირი გაიტაცეს – აქტივისტი კარმენ ელენა სილვა ავრცელებს. “ხალხის უმეტესობა ჰუმანიტარული დახმარების შემოტანას მხარს უჭერს და ჩვენ გვინდა რომ საზღვრები ღია იყოს. ეს დახმარებაა და არა ომი… ყოველდღიურად უფრო მეტი ბავშვი კვდება” – სილვამ გაზეთს განუცხადა.

გუშინ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, რომ მოსკოვმა ვენესუელას მადუროს მხარდასაჭერად ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, საუბარია წამლებსა და სამედიცინო აღჭურვილობაზე. თავად მადუროს განცხადებით, მოსკოვმა ვენესუელას 300 ტონა მედიკამენტი და სხვა სახის დახმარება გაუგზავნა.
.
ამავე დროს, მადურომ ვენესუელას საზღვრები ჩაკეტა, რომ ქვეყანაში აშშ-დან გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება არ შევიდეს.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში გარდაიცვალა ქალი, რომელიც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში მოიწამლა
შემდეგი სტატიაიაპონიაში მინისტრმა სამწუთიანი დაგვიანებისთვის სახალხოდ მოიხადა ბოდიში