ვენესუელელი მიგრანტების რიცხოვნობამ 3,4 მილიონს მიაღწია

2015 წლიდან ვენესუელა 2,7 მილიონმა ადამიანმა დატოვა. სულ, ამ სამხრეთამერიკული ქვეყნიდან მიგრანტების რიცხოვნობამ 3,4 მილიონ ადამიანს მიაღწია – მონაცემები მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 22 თებერვალს გამოაქვეყნა მოხსენებაში – “დოიჩე ველე” წერს.
2018 წელს ვენესუელას ყოველდღიურად 3 ათასი პირი ტოვებდა. ამავე დროს, ქვეყნის დატოვების მიზეზი ეკონომიკური პირობები იყო. მათი ძირითადი მიზანი მეზობელი ქვეყნებია. ყველაზე მეტი ვენესუელელი მიგრანტი კოლუმბიამ მიიღო – 1,1 მილიონი პირი, პერუმ – 506 ათასი ადამიანი, ეკვადორმა – 221 ათასი, აგრენტინამ და ბრაზილიამ – 96 ათასი.
გაეროს პროგნოზით, ვენესუალადან ხალხი მეტი ინტენსივობით გავა და მათი რაოდენობა მიმდინარე წლის ბოლოსთვის 5,3 მილიონს მიაღწევს.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან გააგრძელებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტი გახსნა – დაკავებულია 2 პირი