ვენესუელაში საპროტესტო აქციებზე ათობით დაღუპულია

ვენესუელაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს მინიმუმ 40 ადამიანია დაღუპული – 29 იანვარს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა რუპერტ კოლვილმა გაავრცელა. გარდაცვლილთა თითქმის ნახევარზე მეტი კარაკასის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა მოკლეს – კილვილმა თქვა. პროტესტების დაწყებიდან დაკავებულია 850 ადამიანი, მათ შორის, 77 ბავშვი. კერძოდ, 23 იანვარს დააპატიმრეს აქციის 700 მონაწილე – ეს უკანასკნელი 20 წლის მანძილზე დაკავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობაა – “დოიჩე ველე” წერს.

ვენესუელაში 2018 წლის მაისში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მისი ინაუგურაცია 10 იანვარს შედგა. 22 იანვრიდან, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ნებისმიერი არჩევნებიდან არჩევნებამდე საჭიროა ფიქრი იმაზე, რომ გუნდის მუდმივად განახლება არის საჭირო
შემდეგი სტატიაევროკავშირი სომხეთში მიმდინარე რეფორმებს მხარს დაუჭერს