ვენესუელაში სამხედროებმა მარუდოს მხარდამჭრი მარში გამართეს

ვენესუელაში სამხედროებმა ჩაატარეს მარში, რომლითაც ქვეყნის პრეზიდენტს ნიკოლას მარუდოს მხარდაჭერა გამოუცხადეს – ვენესუელას თავდაცვის სამინისტრო “ტვიტერზე” ავრცელებს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში ასობით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი ქვეყნის თავდაცვის მინისტრ პადრინო ლოპესთან ერთად ქუჩაში მარშირებს.

მანამდე ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა და თვითგამოცხადებულმა დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ ჯარისკაცებს, რომლებიც დემოკრატიას დაუჭერენ მხარს და ნიკოლას მარუდოს განუდგებიან, ამნისტია დაპირდა. “ჩვენ გელოდებით, თქვენ, ვენესუელას ჯარისკაცებო. ჩვენ გელოდებით თქვენ და ველდებით კონსტიტუციისადმი თქვენს ერთგულებას” – მიმართა პოლიტიკოსმა სამხედროებს.
“არავინ აფასებს სუსტებს და ლაჩრებს. ამ მსოფლიოში პატივისცემით სარგებლობს მხოლოდ მამაცი ხელისუფლება” – ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მარუდომ საპასუხოდ განაცხადა და თქვა, რომ თებერვალში დამატებითი სწავლებების ჩატარება სურს, რომელიც, მისი შეფასებით, “ვენესუელას ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება”.

banner
წინა სტატიაშიკიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავსტრიის საავამდყოფოში წევს
შემდეგი სტატია“ახლა მიფრთხილდით!…” – ბესელია მასთან დაპირირისპირებულ “ქართულ ოცნების” წევრებს მიმართავს