ვენესუელაში პოლიტიკურ პატიმრებს ათავისუფლებენ

ვენესუელის მთავრობამ დაიწყო იმ პატიმრების გათავისუფლება, რომელთაც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ.

როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გათავისუფლდა ესპანეთის ხუთი მოქალაქე, მათ შორის ერთი ორმაგი მოქალაქეობით. გათავისუფლებულ პატიმრებს შორის, სავარაუდოდ, არის უფლებადამცველი როსიო სან მიგელიც.

მედიის ცნობით, ვენესუელის ციხეებში ასობით პოლიტიკური პატიმარია, რომელთაგან ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმეა გათავისუფლებული. როგორც „ბიბისი“ წერს, ვენესუელაში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება აშშ-ის დიდი ხნის მოთხოვნა იყო.

banner
წინა სტატიაშიტრამპი ირანს აფრთხილებს: “თუ, ისინი ადამიანების მკვლელობას გააგრძელებენ, მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ”
შემდეგი სტატია4 დაღუპული და 19 დაშავებული – რუსეთის მორიგი იერიში კიევზე