7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ვენესუელაში პოლიტ-პატიმრებს ათავისუფლებენ

ვენესუელაში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყეს – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარეზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 400-ზე მეტი მსჯავრდებული უკვე გაათავისუფლეს.

მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილების მიზანი “მშვიდობიანი თანაცხოვრების” გაგრძელებაა.

„მიღებულია გადაწყვეტილება ზოგიერთი პატიმრის გათავისუფლების შესახებ, არა პოლიტიკური პატიმრების, არამედ ზოგიერთი პოლიტიკოსის, ვინც კანონი და კონსტიტუცია დაარღვია, ადამიანების, რომლებიც ქვეყანაში შემოჭრის მოწოდებას აკეთებდნენ“, – აღნიშნა როდრიგესმა.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლების მიერ გათავისუფლებული პატიმრების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე 400. NGO-ების ცნობით, ციხიდან 60-70 ადამიანი გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიირანში სტარლინკის სატელიტური ინტერნეტი უფასო გახდა
შემდეგი სტატია“საქართველოში მიმდინარე პროცესები რუსეთის მიერ დემოკრატიის ინსტრუმენტების გამოყენებით განხორციელებული ფართო სტრატეგიის ნაწილია” – ზურაბიშვილი ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს