27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

ვენესუელაში ორმაგ მიწისძვრას 2 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა — ათასობით დაკარგულს ეძებენ

ვენესუელაში გასულ კვირას მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 2 645 ადამიანს მიაღწია. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ქვეყნის ინფორმაციის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 12 000-ს აღწევს.

ხელისუფლების განცხადებით, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ათასობით მოქალაქე კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, რის გამოც მსხვერპლის რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში ზედიზედ ორი უძლიერესი მიწისძვრა მოხდა: პირველი, 7.2 მაგნიტუდის ბიძგები დედაქალაქ კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო სულ რაღაც 39 წამის შემდეგ რეგიონს კიდევ უფრო ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაატყდა თავს, რამაც მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: პუტინი კოსტიანტინოვკის დაკავებაზე იტყუება, თუ ეს სიმართლეა, მზად ვარ, იქ შევხვდე
შემდეგი სტატიალავროვი: რუსეთი აშშ-ს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში მუდმივად ეხმარებოდა