35.5 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

ვენესუელაში ორ მიწისძვრას 3 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით დაშავებულია

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესის განცხადებით, ქვეყანაში მომხდარი  მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3 800-ს გადააჭარბა.

მიწისძვრას ამ დროის მონაცემებით 3 818 ადამიანი ემსხვერპლა. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 16 740-მა პირმა. საცხოვრებელი სახლების განადგურების გამო უსახლკაროდ არის დარჩენილი 26 000-ზე მეტი მოქალაქე.

ჰუმანიტარული კატასტროფა 25 ივნისს მომხდარმა სტიქიამ გამოიწვია. ვენესუელაში ერთ წუთზე ნაკლებ დროის ინტერვალში ორი უძლიერესი, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რამაც მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.

 

banner
წინა სტატიაშიReuters: დონალდ ტრამპის მცდელობების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის ესკალაციას გეგმავს
შემდეგი სტატიარიკოთზე მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა