25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 920-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 920 ადამიანი. მედიის ცნობით, ამის შესახებ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა.

ამასთან, დაშავებულია 3 360 ადამიანი, ხოლო 172 პირს ნანგრევებში ჯერ კიდევ ეძებენ. ხორხე როდრიგესის თქმით, დაზიანებულია 383 შენობა, მათ შორის 13 საავადმყოფო და 25 სავაჭრო ცენტრი.

მიწისძვრების შედეგად ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებული ტერიტორიიდან 243 ადამიანი გადაარჩინეს. ცნობისთვის, ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი: URC 2026 კონფერენციის შედეგად უკრაინისთვის 10 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის 160 შეთანხმება გვაქვს
შემდეგი სტატიატრამპი ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს