33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ვენესუელაში მაშველებმა, მიწისძვრიდან ექვსი დღის შემდეგ, სამი წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

ვენესუელაში მაშველებმა, მიწისძვრიდან ექვსი დღის შემდეგ, სამი წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 943-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ათიათასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

იორდანიიდან ჩასულმა სამაშველო ჯგუფმა განაცხადა, რომ დამანგრეველი მიწისძვრიდან ექვსი დღის შემდეგ ნანგრევებიდან სამი წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

NASA-ს თანამგზავრული მონაცემების პირველადი შეფასების თანახმად, მიწისძვრამ, სავარაუდოდ, 58 870 შენობა დააზიანა ან გაანადგურა.

გაერომ განაცხადა, რომ მიწისძვრისგან დაზარალებულ ქვეყანაში ათიათასობით ადამიანს სასწრაფოდ სჭირდება საკვები და თავშესაფარი.

შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
შემდეგი სტატიასიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ ერთი თვის განმავლობაში, 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა