ვენესუელაში მადუროს მომხრეები პარლამენტში შეიჭრნენ

14805405_662741197219404_541103834_nამერიკული მედიის ცნობით, ვენესუელის დედაქალქ კარაკასში, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდამჭერები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მადუროს მხარდამჭერები პარლამენტის შენობაში მაშინ შეიჭრნენ, როდესაც იქ მადუროს მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პარლამენტის წევრთა თათბირი მიმდინარეობდა.
ოპოზიციონერი დეპუტატები, ქვეყნის ეროვნული საარჩევნო საბჭოს მიერ მიღებული ნიკოლას მადუროს გადაყენებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილების შეჩერების საწინააღმდეგო პროცედურებზე მუსაობდნენ, როდესაც მათ პრეზიდენტის მომხრეები შეეჭრნენ პარლამენტში.
ამერიკული მედია აღნიშნავს იმ ფაქტსაც, რომ განსაკუთრებული დაცვის მქონე პარლამენტის შენობაში მადუროს მომხრეები დიდი წინააღმდეგობის გარეშე შევარდნენ.
ამ დროისთვის ექსცესების საბოლოო შედეგები უცნობია.

banner
წინა სტატიაშითურქეთში გიულენის ძმიშვილი და რძალი დააპატიმრეს
შემდეგი სტატიაუკვე ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელიც “კრწანისის” ინციდენტს ემსხვერპლა