32 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 589-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობამ 589-ს მიაღწია. ქვეყნის პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 2 980-ს შეადგენს.

ქვეყანაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა დაფიქსირდა.

პრეზიდენტის განცხადებით, სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რის შედეგადაც ათობით ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

დაზარალებულ რეგიონებში მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს დაშავებულთათვის დახმარების აღმოჩენა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ თურნავა კობახიძეს IT ბინადრობის ვადის 30 დღემდე შემცირებას სთავაზობს
შემდეგი სტატიაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა