,,ვენესუელაში დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დამარცხდება გაბანკროტებული ჩავიზმი- ეს საქართველოსთვის გამარჯვებაა”

დიპლომატი მამუკა კუდავა ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს,რომ ვენესუელაში დამარცხდება ჩავიზმი და ეს სიმბოლურად საქართველოს გამარჯვებაც იქნება. ამის შესახებ დიპლომატი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს

,,თაიმერი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ვენესუელაში დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დამარცხდება გაბანკროტებული ჩავიზმი. ეს საქართველოსთვის გამარჯვებაა არა მხოლოდ საბოლოოდ აფხაზეთ-ცხინვალის აღიარების უკან გაწვევით, არამედ რუსული ოკუპაციის სიმბოლური მაგრამ მნიშვნელოვანი დელეგიტიმაციით საერთაშორისო ასპარეზზე.
ვენესუელა ხომ 5 ამღიარებელ ქვეყანას შორის ყველაზე დიდი და წონადია რუსეთის შემდეგ. წარუმატებელი სოციალისტური ექსპერიმენტების შემდეგ ლათინურ ამერიკაში მემარჯვენე ტალღაა – არგენტინა, ბრაზილია, ახლა ვენესუელა და იმედია მალე კიდევ ერთი ამღიარებელი, ანტიდასავლელი და “ჩავისტა” დანიელ ორტეგას ნიკარაგუა.”-აცხადება დიპლომატი

banner
წინა სტატიაში„იმდენი თქვენი დედა ვატირე…იქნებ ჩამოყალიბდეთ ბოლო ბოლო?”-რას ამბობს მელორ ვაჩნაძე მისი დაკავების შესახებ
შემდეგი სტატიაეკა ბესელია- “მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის… კარგად უძღვებოდა სხდომას”