ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ ქვეყანა არასდროს გახდება რომელიმე სახელმწიფოს კოლონია.
მისივე თქმით, ვენესუელას ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ნიკოლას მადუროა.
როდრიგესმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა გამოგონილი საბაბით აგრესიის აქტი ჩაიდინა და ვაშინგტონს მადუროსა და მისი მეუღლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესის საპასუხო გამოსვლიდან გამომდინარე (რომლის ხელშიც გადავიდა ქვეყნის მართვა მადუროს გატაცების შემდეგ), მან უარყო ტრამპის წინადადება დანებებისა და ნავთობის საბადოების აშშ-ის კონტროლის ქვეშ გადაცემის შესახებ- ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.


















