ვენესუელას პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ნიკოლას მადურომ გამოსცა ბრძანება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

ვენესუელის მთავრობის განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“ვენესუელა გმობს შეერთებული შტატების მხრიდან განხორციელებულ „სამხედრო აგრესიას“. აშშ-ის თავდასხმის მიზანია დაეუფლოს ვენესუელის ნავთობსა და წიაღისეულს. ჩვენ წინ აღვუდგებით იმპერიალისტურ აგრესიას თავდაცვის ყველა გეგმის ამოქმედებით. მადურომ გასცა ბრძანება, მომზადდეს ეროვნული თავდაცვის ყველა გეგმა, რათა ისინი განხორციელდეს სათანადო დროსა და შესაბამის ვითარებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპმა ვენესუელის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა – ამერიკული მედია
შემდეგი სტატიასაქართველოში ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა