ვენესუელას პრეზიდენტის და მისი მეუღლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში 5 იანვარს, თბილისის დროით 20:00 -21:00 საათის შუალედში ჩაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

ცნობილია მოსამართლე, რომელიც დაკავებული დიქტატორის საქმეს განიხილავს – ალვინ ჰელერშტენმა, სახელი 11 სექტემბრის ტერატქის საქმის განხილვისას გაითქვა.

აშშ-ის გენერალური პროკურორის, პამელა ბონდის განცხადებით, ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს ბრალი წაუყენეს ნარკოტერორისტულ შეთქმულებაში, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვაში, ასევე ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალ სერიას იწყებს
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილმა გახარიას პარტია დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა