ვენესუელას პრეზიდენტი აშშ-ში სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის ბრალდებით წარსდგება

ამერიკის რესპუბლიკელი სენატორი, მაიკ ლი აცხადებს, რომ ვენესუელას პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო აშშ-ში სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის ბრალდებით წარსდგება.

როგორც სენატორმა აღნიშნა, რამდენიმე საათიანი ოპერაცია, რომელიც ვენესუელას დედაქალაქში განხორციელდა, იმ ადამიანების დასაცავად იყო, რომლებმაც ქვეყნის პირველი პირი დააკავეს.

“ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, რომელმაც შემატყობინა, რომ ნიკოლას მადურო აშშ-ის სპეციალური ოპერაციის ძალების მებრძოლებმა დააკავეს, რათა ის ამერიკის შეერთებულ შტატებში სისხლის სამართლის ბრალდებით წარსდგეს სასამართლოს წინაშე, ხოლო სამხედრო ოპერაცია, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, მიმართული იყო იმ ადამიანების დასაცავად, ვინც ამ დაკავებას ახორციელებდა”, – განაცხადა ამერიკის რესპუბლიკელმა სენატორმა.

აღსანიშნავია, რომ ვენესუელაში ამერიკის მხრიდან დამატებითი სამხედრო ნაბიჯები არ იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიEU-სა და NATO-ს წარმომადგენლები უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან
შემდეგი სტატიავენესუელას პრეზიდენტის დაკავებაზე რუსეთი აშშ-ისგან განმარტებას მოითხოვს