“ვენესუელას ხალხი გახდა აშშ-ის მთავრობის მხრიდან ყველაზე დანაშაულებრივი სამხედრო აგრესიის ობიექტი” – ვენესუელას თავდაცვის მინისტრი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვენესუელას თავდაცვის მინისტრის ვიდეომიმართვა, სადაც ის ხალხს “ამერიკული იმპერიის წინააღმდეგ „ანტიიმპერიალისტური და განმათავისუფლებელი ომისკენ“ მოუწოდებს.

„ვენესუელის გმირო ხალხო! სამშობლოს ჯარისკაცებო! ბოლივარის ვაჟებო და ასულებო!
ბოლივარიული ეროვნული შეიარაღებული ძალები აცნობებენ მთელ მსოფლიოს, რომ დღეს, 2026 წლის 3 იანვარს, გამთენიისას, ვენესუელის ხალხი გახდა აშშ-ის მთავრობის მხრიდან ყველაზე დანაშაულებრივი სამხედრო აგრესიის ობიექტი.
ღირსება, მოვალეობა და ისტორია მოგვიწოდებს. დაე, თავისუფალი სამშობლოს ყიჟინა გაისმას ყოველ კუთხეში! გამარჯვება ჩვენია, რადგან სიმართლე და ღირსება ჩვენს მხარესაა! ჩვენ გავიმარჯვებთ!“ – განაცხადა ვენესუელას თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ვენესუელას მთავრობის წარმომადგენლებთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებები გადასამოწმებელია.

“სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ვენესუელის ოპოზიციური მედიის ყველა სხვა განცხადებას ვენესუელის ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლის დაღუპვის შესახებ”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიტაცეს
შემდეგი სტატიავენესუელას ახალი ლიდერი მარია კორინა მაჩადო გახდება?!