ვენესუელამ რუსი სამხედრო კონტიგენტის გაზრდის შესახებ თანხმობა განაცხადა

ვენესუელაში რუსი სამხედრო სპეციალისტების რიცხოვნება, შესაძლებელია, გაიზარდოს – ამის შესახებ ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეასმა განაცხადა.
“ვენესუელას ტერიტორიაზე რუსი სპეციალისტების კომისია მუშაობს, ის, შესაძლებელია, გაიზარდოს, ცხადია” – დიპლომატმა აღნიშნა და დაამატა, რომ კარაკასი მზად არის აშშ-ს სამხედრო ინტერვენციას უპასუხოს.

რამდენიმე დღის წინ აშშ-მ გაავრცელა, რომ, შესაძლოა, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებში სამხედრო მონაწილეობა მიიღოს.

banner
წინა სტატიაშინინო ნიჟარაძის უკან დგას ხელისუფლება და მიზანი არის „რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა
შემდეგი სტატიამხარს ვუჭერთ საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის სწრაფ დასრულებას