ვენესუელამ პოლიტპატიმრების მასშტაბური გათავისუფლების პროცესი დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელამ პოლიტპატიმრების მასშტაბური გათავისუფლების პროცესი დაიწყო.

„ვენესუელამ პოლიტპატიმრების მასშტაბური გათავისუფლების პროცესი დაიწყო. იმედი მაქვს, ეს პატიმრები გაიხსენებენ, როგორ გაუმართლათ, რომ აშშ მივიდა და გააკეთა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო. იმედი მაქვს, რომ ისინი ამას არასდროს დაივიწყებენ! თუ ასე მოიქცევიან, ეს მათთვის კარგი არ იქნება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენესუელაში 18 პატიმარი გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქი დააკავეს
შემდეგი სტატია“ირანელებო, თქვენი ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება” – ამერიკა ირანელ ხალხს დაეხმარება