17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ვენესუელამ ორი იტალიელი პატიმარი გაათავისუფლა

ვენესუელამ ორი იტალიელი პატიმარი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იტალიის პრემიერ-მინისტრზე, ჯორჯია მელონიზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მელონი აცხადებს, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკი ალბერტო ტრენტინი და ბიზნესმენი მარიო ბურლო გათავისუფლებული არიან და ახლა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, იტალიის საელჩოში იმყოფებიან.

იტალიის პრემიერის თქმით, რომიდან თვითმფრინავი უკვე გაფრინდა, რათა იტალიის გათავისუფლებული მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნოს.

მელონიმ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს „კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გათავისუფლებულ პატიმრებს უკვე ესაუბრა.

მას შემდეგ, რაც აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავა, პატიმრობიდან არაერთი ადგილობრივი და უცხოელი გაათავისუფლეს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი იტალიელი ტყვის ბედი კვლავ გაურკვეველი რჩება.

ცნობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკი ალბერტო ტრენტინი 2024 წლის ბოლოს დააკავეს. მედიის ცნობით, იტალიის მთავრობა მისი და სხვა პირების გათავისუფლებაზე 400 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: “ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს, გუშინ დამირეკეს”
შემდეგი სტატია“დემონსტრაციები ძალადობრივი და სისხლიანი იმიტომ გახდა, რომ ტრამპს ჩარევის საბაბი მიეცეს” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი